1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს ქარელის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღამასრულებელი ორგანო.
2. ქარელის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოფს ინფორმაციის გამოქვეყნებას ქარელის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე და ადგილობრივ გაზეთში.
3. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ქარელის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს დასახელებას;
ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს (აუქციონის პირობებით გამოცხადების შემთხვევაში);
გ) ქონების დასახელებას;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღებს;
ე) ბეს, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს გამყიდველი;
ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;
ზ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც ქარელის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.
4. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს ქონებას.
5. საკრებულოს თავმჯდომარე გამოცხადებული აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები
ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 03.12.2010
მუხლი 21. აუქციონის ორგანიზება
თავი III — ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 15. ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით ვადიან სარგებლობაში გადაცემის ორგანიზება
- მუხლი 16. ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობაში გადაცემის საერთო პირობები
- მუხლი 17. ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემა
- მუხლი 18. ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების ქირავნობა
- მუხლი 19. ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების იჯარა
- მუხლი 20. ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების თხოვება
- მუხლი 22. აუქციონში მონაწილეობის პირობები
- მუხლი 23. აუქციონის ჩატარების წესი
- მუხლი 24. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ორგანიზება
- მუხლი 25. გარიგებათა გაფორმების წესი
- მუხლი 26. ქონების მიმღები პირის პასუხისმგებლობა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 21, №32, 05.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 040110000.35.144.016018 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1085627/muxli-21/