1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს ერედვის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღამასრულებელი ორგანო.
2. ერედვის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად უზრუნველყოფს ინფორმაციის გამოქვეყნებას გაზეთ ,,24 საათში“.
3. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ერედვის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს დასახელებას;
ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს (აუქციონის პირობებით გამოცხადების შემთხვევაში);
გ) ქონების დასახელებას;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღებს;
ე) ბეს, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს გამყიდველი;
ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;
ზ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც ერედვის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.
4. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს ქონებას.
5. საკრებულოს თავმჯდომარე გამოცხადებული აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები