1. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საკრებულოს თავმჯდომარე ერედვის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს წინადადებით.
2. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზანია ქონებაზე სარგებლობის უფლება გადაეცეს იმ პირს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ქონების პირდაპირი წესით განკარგვისას დადგენილ პირობებს.
3. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით მიღების მსურველი, (მსურველები) განცხადებით მიმართავს ერედვის თვითმმართველი ერთეულის აღამასრულებელ ორგანოს და წარუდგენს:
ა) განცხადებას;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
გ) იურიდიული პირი, დამატებით წარმოადგენს სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განცხადების შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
დ) აგრეთვე სხვა დოკუმენტაციას, რომელიც შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესაბამის აღამასრულებელ ორგანოს მიერ, მათ შორის, ცალკეულ შემთხვევაში, საფინანსო უზრუნველყოფის დოკუმენტები. დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოდგენის ვადაა ორი კვირა. აღნიშნული ვადა აითვლება მოთხოვნის მიღებიდან.
4. ერედვის თვითმმართველი ერთეულის აღამასრულებელ ორგანო იხილავს შემოსულ განცხადებას ოცდაათი კალენდარული დრის ვადაში, რის შემდეგაც იღებს გადაწყვეტილებას და ადგენს პირდაპირი განკარგვის წესით გადასაცემი ქონების პირობებს
ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 26.12.2011
მუხლი 23. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ორგანიზება
თავი III — ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 24. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით
- მუხლი 25. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ორგანიზება
- მუხლი 24. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ორგანიზება
- მუხლი 24. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის ორგანიზება
- მუხლი 24. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის ორგანიზება
- მუხლი 24. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ორგანიზება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 17. ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების ქირავნობა
- მუხლი 18. ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების იჯარა
- მუხლი 19. ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების თხოვება
- მუხლი 20. აუქციონის ორგანიზება
- მუხლი 21. აუქციონში მონაწილეობის პირობები
- მუხლი 22. აუქციონის ჩატარების წესი
- მუხლი 24. გარიგებათა გაფორმების წესი
- მუხლი 25. ქონების მიმღები პირის პასუხისმგებლობა
- მუხლი 26. დავათა განხილვის წესი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 23, №7, 05.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 040110000.35.147.016013 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1521958/muxli-23/