1. ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების იჯარის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს საქართველოსა და უცხო ქვეყნის ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის გადაცემას განსაზღვრული ვადით სასყიდლიან სარგებლობაში.
2. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე უკან აბრუნებს ქონებას, იგი თავისუფლდება საიჯარო ქირის შემდგომი გადახდისაგან იმ შემთხვევაში, თუ მის სანაცვლოდ მეიჯარეს შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მისთვის მისაღებ მოიჯარეს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია გადაიხადოს საიჯარო ქირა ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდის დასრულებამდე.
3. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს აღებულ ქონებას, მაშინ მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნების გამო, ასევე მოითხოვოს აღნიშნული ქონებისათვის მიყენებული და სხვა სახის ზიანის ანაზღაურება.
4. მეიჯარეს შეუძლია ხელშეკრულება ვადამდე მოშალოს, თუ:
ა) მოიჯარე მეიჯარისაგან გაფრთხილების მიუხედავად ქონებას მნიშვნელოვნად აზიანებს ან უქმნის ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას;
ბ) არ იხდის საიჯარო ქირას 3 თვის განმავლობაში;
გ) „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით” გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში
ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 26.12.2011
მუხლი 18. ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების იჯარა
თავი III — ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა
მთავარი მონაცემები
- ვადა 3 თვის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 12. ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ზოგადი დებულებები
- მუხლი 13. ქონების გადაცემის ფორმები და ქირის ოდენობა
- მუხლი 14. ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით ვადიან სარგებლობაში გადაცემის ორგანიზება
- მუხლი 15. ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობაში გადაცემის საერთო პირობები
- მუხლი 16. ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემა
- მუხლი 17. ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების ქირავნობა
- მუხლი 19. ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების თხოვება
- მუხლი 20. აუქციონის ორგანიზება
- მუხლი 21. აუქციონში მონაწილეობის პირობები
- მუხლი 22. აუქციონის ჩატარების წესი
- მუხლი 23. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ორგანიზება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 18, №7, 05.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 040110000.35.147.016013 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1521958/muxli-18/