1. ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორები შეიძლება იყვნენ:
ა) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო;
ბ) საქართველოს სამინისტროები და უწყებები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული სხვა ადმინისტრაციული ორგანოები, საწარმოები, ორგანიზაციები, საქართველოსა და უცხო ქვეყნის ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირები, საერთაშორისო ორგანიზაციები.
2. ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გაცემა შეიძლება:
ა) ვადით და სასყიდლით (სასყიდლიანი აღნაგობა, სასყიდლიანი უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით” განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმები);
ბ) უსასყიდლოდ (აღნაგობა, უზუფრუქტი, თხოვება).
3. ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება „საქართველოს კონსტიტუციის,” „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის” და ამ წესის შესაბამისად.
4. ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული შემდეგი ფორმებით: აღნაგობა, უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა, თხოვება.
5. ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის ინიციატორი განაცხადს წარუდგენს ერედვის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს (მათ შორის, სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმას და ვადას) და სამართლებრივი აქტების პროექტებს გადაწყვეტილების მისაღებად
ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 26.12.2011
მუხლი 12. ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ზოგადი დებულებები
თავი III — ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 2. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 2 დეკემბერის №12 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 04/12/2024; 010250020.35.147.016312) „ერედვი
- მუხლი 25. ერედვის მუნიციპალიტეტის მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დროებითი წესი
- მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 6. აუქციონის ორგანიზება
- მუხლი 7. აუქციონში მონაწილეობის პირობები
- მუხლი 8. აუქციონის ჩატარების წესი
- მუხლი 9. გარიგებათა გაფორმების წესი
- მუხლი 10. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში
- მუხლი 11. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში
- მუხლი 13. ქონების გადაცემის ფორმები და ქირის ოდენობა
- მუხლი 14. ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით ვადიან სარგებლობაში გადაცემის ორგანიზება
- მუხლი 15. ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობაში გადაცემის საერთო პირობები
- მუხლი 16. ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემა
- მუხლი 17. ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების ქირავნობა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 12, №7, 05.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 040110000.35.147.016013 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1521958/muxli-12/