1. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღესა და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება.
2. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და გამყიდველის მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც აუქციონის ჩატარების დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ განაცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.
3. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში – მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:
ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების დასახელებას, იმ ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების საწყის ფასს, რომლის შეძენაც სურს მონაწილეს. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში განაცხადში უნდა აისახოს მონაწილის თანხმობა პირობების შესრულებაზე;
ბ) უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას/ბეს საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და ბეს საფასურის გადახდა უნდა მოხდეს გამყიდველის მიერ მითითებულ ანგარიშზე);
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
დ) სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).
4. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისათვის მოწყობილ აუქციონში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბეს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონებისათვის ცალ-ცალკე.
5. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით მონაწილე ღებულობს აუქციონში მონაწილის სტატუსს.
6. მონაწილეს უფლება აქვს ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხის დაუკავებლად უარი განაცხადოს აუქციონში მონაწილეობაზე მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში.
7. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტის მოთხოვნები
ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 26.12.2011
მუხლი 7. აუქციონში მონაწილეობის პირობები
თავი II — ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- მუხლი 2. ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონება
- მუხლი 3. ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების ზოგადი წესები
- მუხლი 4. ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება
- მუხლი 5. ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზება
- მუხლი 6. აუქციონის ორგანიზება
- მუხლი 8. აუქციონის ჩატარების წესი
- მუხლი 9. გარიგებათა გაფორმების წესი
- მუხლი 10. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში
- მუხლი 11. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში
- მუხლი 12. ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ზოგადი დებულებები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 7, №7, 05.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 040110000.35.147.016013 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1521958/muxli-7/