1. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება.
2. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და გამყიდველის მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც აუქციონის ჩატარების დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ განაცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.
3. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში – მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:
ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების დასახელებას, ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის იმ ქონების ქირის საწყის ფასს, რომლის შეძენაც სურს მონაწილეს. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში განაცხადში უნდა აისახოს მონაწილის თანხმობა პირობების შესრულებაზე;
ბ) უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას/ბეს საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და ბეს საფასურის გადახდა უნდა მოხდეს გამყიდველის მიერ მითითებულ ანგარიშზე);
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
დ) სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).
4. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლების გადაცემასთან დაკავშირებით მოწყობილ აუქციონში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბეს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონებისათვის ცალ-ცალკე.
5. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით მონაწილე ღებულობს აუქციონში მონაწილის სტატუსს.
6. მონაწილეს უფლება აქვს ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხის დაუკავებლად უარი განაცხადოს აუქციონში მონაწილეობაზე მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში.
7. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტის მოთხოვნები
"ლენტეხის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" · რედაქცია 25.02.2011
მუხლი 22. აუქციონში მონაწილეობის პირობები
თავი III — ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 16. ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობაში გადაცემის საერთო პირობები
- მუხლი 17. ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემა
- მუხლი 18. ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების ქირავნობა
- მუხლი 19. ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების იჯარა
- მუხლი 20. ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების თხოვება
- მუხლი 21. აუქციონის ორგანიზება
- მუხლი 23. აუქციონის ჩატარების წესი
- მუხლი 24. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ორგანიზება
- მუხლი 25. გარიგებათა გაფორმების წესი
- მუხლი 26. ქონების მიმღები პირის პასუხისმგებლობა
- მუხლი 27. დავათა განხილვის წესი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება "ლენტეხის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ", მუხლი 22, №37, 31.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 040090000.35.115.016018 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1174542/muxli-22/