1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს ლენტეხის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.
2. ლენტეხის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოფს ინფორმაციის გამოქვეყნებას ლენტეხის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე და ადგილობრივ გაზეთში.
3. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს დასახელებას;
ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს (აუქციონის პირობებით გამოცხადების შემთხვევაში);
გ) ქონების დასახელებას;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღებს;
ე) უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას/ბეს, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს გამყიდველი;
ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;
ზ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.
4. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს ქონებას.
5. საკრებულოს თავმჯდომარე გამოცხადებული აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები
"ლენტეხის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" · რედაქცია 25.02.2011
მუხლი 21. აუქციონის ორგანიზება
თავი III — ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 15. ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით ვადიან სარგებლობაში გადაცემის ორგანიზება
- მუხლი 16. ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობაში გადაცემის საერთო პირობები
- მუხლი 17. ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემა
- მუხლი 18. ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების ქირავნობა
- მუხლი 19. ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების იჯარა
- მუხლი 20. ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების თხოვება
- მუხლი 22. აუქციონში მონაწილეობის პირობები
- მუხლი 23. აუქციონის ჩატარების წესი
- მუხლი 24. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ორგანიზება
- მუხლი 25. გარიგებათა გაფორმების წესი
- მუხლი 26. ქონების მიმღები პირის პასუხისმგებლობა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება "ლენტეხის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ", მუხლი 21, №37, 31.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 040090000.35.115.016018 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1174542/muxli-21/