1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს გორის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღამასრულებელი ორგანო.
2. გორის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად უზრუნველყოფს ინფორმაციის გამოქვეყნებას გორის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე და ადგილობრივ გაზეთში.
3. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) გორის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს დასახელებას;
ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს (აუქციონის პირობებით გამოცხადების შემთხვევაში);
გ) ქონების დასახელებას;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღებს;
ე) ბეს, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს გამყიდველი;
ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;
ზ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც გორის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.
4. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს ქონებას.
5. გორის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო გამოცხადებული აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები
გორის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 11.03.2013
მუხლი 21. აუქციონის ორგანიზება
თავი III — გორის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 15. გორის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით ვადიან სარგებლობაში გადაცემის ორგანიზება
- მუხლი 16. გორის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობაში გადაცემის საერთო პირობები
- მუხლი 17. გორის თვითმმართველი ერთეულის ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემა
- მუხლი 18. გორის თვითმმართველი ერთეულის ქონების ქირავნობა
- მუხლი 19. გორის თვითმმართველი ერთეულის ქონების იჯარა
- მუხლი 20. გორის თვითმმართველი ერთეულის ქონების თხოვება
- მუხლი 22. აუქციონში მონაწილეობის პირობები
- მუხლი 23. აუქციონის ჩატარების წესი
- მუხლი 24. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით
- მუხლი 25. გარიგებათა გაფორმების წესი
- მუხლი 26. ქონების მიმღები პირის პასუხისმგებლობა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „გორის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 21, №32, 06.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 040110033.35.148.000725 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.03.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1148621/muxli-21/