1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს კასპის
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღამასრულებელი ორგანო.
2. კასპის
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად
უზრუნველყოფს ინფორმაციის გამოქვეყნებას კასპის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე და ადგილობრივ გაზეთში
.
3. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) კასპის
თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს დასახელებას;
ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს (აუქციონის პირობებით გამოცხადების შემთხვევაში);
გ) ქონების დასახელებას
;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღებს;
ე) ბეს, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს გამყიდველი;
ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;
ზ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც კასპის
თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.
4. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს ქონებას.
5. კასპის
თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო გამოცხადებული აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები