1. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება.
2. აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან მეთხუთმეტე
კალენდარულ დღეს. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და კასპის
თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც მეთხუთმეტე
კალენდარული დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განაცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.
3. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში _
მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:
ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, ქონების დასახელებას, ქონების საწყის ფასს, რომლის შეძენაც სურს მონაწილეს. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში განაცხადში უნდა აისახოს მონაწილის თანხმობა პირობების შესრულებაზე;
ბ) ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს მითითებულ ანგარიშზე);
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
დ) ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).
4. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით მოწყობილ აუქციონში, ბე და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს თითოეული ქონებისათვის ცალ-ცალკე.
5. მონაწილეს უფლება აქვს ბეს დაუკავებლად უარი აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადოს მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში.
6
. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო ქონების მყიდველად;
ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტის მოთხოვნები
კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 09.09.2010
მუხლი 23. აუქციონში მონაწილეობის პირობები
თავი I — II
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 22. აუქციონში მონაწილეობის პირობები
- მუხლი 7. აუქციონში მონაწილეობის პირობები
- მუხლი 22. ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის აუქციონში მონაწილეობის პირობები
- მუხლი 22. ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის აუქციონში მონაწილეობის პირობები
- მუხლი 7. აუქციონში მონაწილეობის პირობები
- მუხლი 7. აუქციონში მონაწილეობის პირობები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 17. კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობაში გადაცემის საერთო პირობები
- მუხლი 18. კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემა
- მუხლი 19. კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების ქირავნობა
- მუხლი 20. კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების იჯარა
- მუხლი 21. კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების თხოვება
- მუხლი 22. აუქციონის ორგანიზება
- მუხლი 24. აუქციონის ჩატარების წესი
- მუხლი 25. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ორგანიზება
- მუხლი 26. გარიგებათა გაფორმების წესი
- მუხლი 27. ქონების მიმღები პირის პასუხისმგებლობა
- მუხლი 28. დავათა განხილვის წესი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 23, №18, 09.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.149.016008 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.09.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1000423/muxli-23/