1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს გამყიდველი.
2. იმ შემთხვევაში, როცა გამყიდველი აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციებს გადასცემს წარმომადგენელს ან შუამავალს, მათ შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) გორის თვითმმართველი ერთეულის ქონების საწყისი ფასი;
ბ) აუქციონის ჩატარების ვადა;
გ) წარმომადგენელის ან შუამავლისათვის ავანსის ან/და საკომისიო ანაზღაურების ოდენობა და მისი გაცემის წესი;
დ) ურთიერთვალდებულებანი და მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისათვის;
ე) სხვა ინფორმაცია გამყიდველის შეხედულებისამებრ.
3. გამყიდველი აუქციონის ფორმით საპრივატიზებო გორის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების დათქმულ თარიღამდე უზრუნველყოფს ინფორმაციის გამოქვეყნებას:
ა) საჯარო აუქციონის ფორმით გორის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების/რეალიზაციის დათქმულ თარიღამდე 15 კალენდარული დღით ადრე, ხოლო მოძრავი ნივთის შემთხვევაში – არანაკლებ 5 კალენდარული დღით ადრე.
ბ) განმეორებით გამოცხადებული და ვადაგაგრძელებული საჯარო აუქციონის ფორმით უძრავი ნივთის პრივატიზების/რეალიზაციის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ქვეყნდება უძრავი ნივთის პრივატიზების/რეალიზაციის დათქმულ თარიღამდე 10 კალენდარული დღით ადრე.
გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიისთვის მიკუთვნებული საქონლის რეალიზაციის შემთხვევებზე.
4. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) გამყიდველის დასახელებას;
ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს (აუქციონის პირობებით გამოცხადების შემთხვევაში);
გ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღს;
ე) ბეს, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს. ამასთან ბიჯის სიდიდე და ბილეთის ფასი განისაზღვრება ყოველი კონკრეტული აუქციონისათვის სააუქციონო კომისიის მიერ და მტკიცდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით;
ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;
ზ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც გამყიდველი ჩათვლის მიზანშეწონილად.
5. აქციების ან აქციათა პაკეტის (წილი) გაყიდვის შემთხვევაში ინფორმაცია დამატებით უნდა შეიცავდეს:
ა) სააქციო საზოგადოების (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების) დასახელებას და იურიდიულ მისამართს;
ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;
გ) ერთი აქციის ნომინალური ღირებულებას;
დ) აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) საწყის ფასს და წილს საზოგადოების საწესდებო კაპიტალში.
6. მყიდველს უფლება აქვს მიიღოს გასაყიდი ქონების შესახებ გამყიდველის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.
7. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს გორის თვითმმართველი ერთეულის საპრივატიზებო ქონებას.
8. გამყიდველი აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები. აღნიშნული კომისია გამყიდვლის სახელით ადგენს აუქციონში გამარჯვებულის დამადასტურებელ ოქმს (ხელშეკრულებას)