1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს გამყიდველი.
2. იმ შემთხვევაში, როცა გამყიდველი აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციებს გადასცემს წარმომადგენელს ან შუამავალს, მათ შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საწყისი ფასი;
ბ) აუქციონის ჩატარების ვადა;
გ) წარმომადგენლის ან შუამავლის ავანსის ან /და საკომისიო ანაზღაურების ოდენობა და მისი გაცემის წესი;
დ) ურთიერთვალდებულებანი და მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისთვის;
ე) სხვა ინფორმაცია გამყიდველის შეხედულებისამებრ.
3. ინფორმაცია:
ა) აუქციონის ფორმით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების შესახებ განთავსდება განმკარგავი სუბიექტის ინტერნეტგვერდზე;
ბ) ქვეყნდება საჯარო აუქციონის ფორმით თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების დათქმულ თარიღამდე 15 კალენდარული დღით ადრე, ხოლო მოძრავი ნივთის შემთხვევაში – არანაკლებ 5 კალენდარული დღით ადრე;
გ) განმეორებით გამოცხადებული და ვადაგაგრძელებული საჯარო აუქციონის ფორმით უძრავი ნივთის პრივატიზების შემთხვევაში ქვეყნდება უძრავი ნივთის პრივატიზების დათქმულ თარიღამდე 10 კალენდარული დღით ადრე;
დ) ელექტრონული აუქციონის შესახებ ცხადდება ელექტრონული აუქციონისათვის განკუთვნილ სპეციალურ ინტერნეტგვერდზე და ქვეყნდება თვითმმართველი ერთეულის ქონების განმკარგავი სუბიექტის ინტერნეტგვერდზე.
4. უძრავი ნივთის შემთხვევაში ვადა განმეორებით გამოცხადებული და ვადაგაგრძელებული ელექტრონული აუქციონის გამოცხადებიდან მის დასრულებამდე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 კალენდარულ დღეს.
5. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) გამყიდველის დასახელებას;
ბ) პირობების და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს (აუქციონის პირობებით გამოცხადების შემთხვევაში);
გ) საპრივატიზაციო ქონების დასახელებას;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღს;
ე) ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი;
ვ) განცხადების მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;
ზ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც გამყიდველი ჩათვლის მიზანშეწონილად.
6. აქციების ან აქციათა პაკეტის (წილი) გაყიდვის შემთხვევაში ინფორმაცია დამატებით უნდა შეიცავდეს:
ა) სააქციო საზოგადოების (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების) დასახელებას და იურიდიულ მისამართს;
ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;
გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას;
დ) აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) საწყის ფასს და წილს საზოგადოების საწესდებო კაპიტალში.
7. მყიდველს უფლება აქვს მიიღოს გასაყიდი ქონების შესახებ გამყიდველის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ინფორმაცია.
8. გამყიდველი აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები. აღნიშნული კომისია გამყიდველის სახელით ადგენს აუქციონში გამარჯვებულის დამადასტურებელ ოქმს
აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 18.02.2011
მუხლი 6. აუქციონის ორგანიზება
თავი II — აბაშის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- მუხლი 2. აბაშის თვითმმართველი ერთეულის ქონება
- მუხლი 3. აბაშის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების ზოგადი წესი
- მუხლი 4. აბაშის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება
- მუხლი 5. აბაშის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზება
- მუხლი 7. აუქციონში მონაწილეობის პირობები
- მუხლი 8. აუქციონის ჩატარების წესი
- მუხლი 9. გარიგებათა გაფორმების წესი
- მუხლი 11. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში
- მუხლი 12. აბაშის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის ინციატორები და მისი ფორმები
- მუხლი 13. ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის ფორმები და ქირის ოდენობა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 6, №4, 18.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 040090000.35.110.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1217714/muxli-6/