1. აუქციონის ფორმით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებას ახორციელებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო. მას შეუძლია შეასრულოს გამყიდველის ფუნქციები უშუალოდ ან იმოქმედოს წარმომადგენლის ან შუამავლის მეშვეობით, რომელსაც მინიჭებული აქვს სათანადო უფლებამოსილება.
2. აუქციონის ფორმით ქონების საწყისი ფასი გამყიდველის მიერ დგინდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შეესაბამისად.
3. აუქციონის ფორმით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების მყიდველი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
4. აუქციონი (აუქციონის პირობები) ცხადდება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ინიციატივით.
5. აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია უქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის, აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია.
6. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი ვალდებულია წარმოადგინოს უპირობო საბანკო გარანტია/ბე ქონების საწყისი საფასურის 30 %-ის ოდენობით.
7. აუქციონის შედეგები უქმდება, თუ:
ა) აუქციონში გამარჯვებულმა ამ წესით განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგინა საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში გათვალისწინებულ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.
9. თუ გამყიდველმა გადაავადა აუქციონის ჩატარება ან მის ჩატარებამდე გააუქმა აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონის მონაწილეს გადახდილი ბე უკან უბრუნდება.
10. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი ქონების განკარგვა, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება განიხილება, როგორც განმეორებითი აუქციონი. განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ ქონება ამ საფასურის გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.
11. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი ქონების განკარგვა, გამყიდველი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ
აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 18.02.2011
მუხლი 5. აბაშის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზება
თავი II — აბაშის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 25%
- განაკვეთი 30 %
- განაკვეთი 50%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 5. მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზება
- მუხლი 5. გორის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზება
- მუხლი 5. კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზება
- მუხლი 5. ერედვის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზება
- მუხლი 5. ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზება
- მუხლი 5. ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- მუხლი 2. აბაშის თვითმმართველი ერთეულის ქონება
- მუხლი 3. აბაშის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების ზოგადი წესი
- მუხლი 4. აბაშის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება
- მუხლი 6. აუქციონის ორგანიზება
- მუხლი 7. აუქციონში მონაწილეობის პირობები
- მუხლი 8. აუქციონის ჩატარების წესი
- მუხლი 9. გარიგებათა გაფორმების წესი
- მუხლი 11. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში
- მუხლი 12. აბაშის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის ინციატორები და მისი ფორმები
- მუხლი 13. ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის ფორმები და ქირის ოდენობა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 5, №4, 18.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 040090000.35.110.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1217714/muxli-5/