1. კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამყიდველი.
2. აუქციონის ფორმით კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს მყიდველს, რომელიც ვაჭრობის პროცეში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
3. აუქციონის ფორმით კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებას ახორციელებს გამყიდველი. მათ შეუძლიათ შეასრულონ გამყიდველის ფუნქციები უშუალოდ, ან იმოქმედონ წარმომადგენლის ან შუამავლის მეშვეობით, რომელსაც გამყიდველის მიერ მინიჭებული აქვს სათანადო უფლებამოსილება.
4. აუქციონის ფორმით საპრივატიზებო კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასი განისაზღვრება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად.
5. კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
6. აუქციონი (აუქციონი პირობებით) ცხადდება გამყიდველის ინიციატივით კასპის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განთავსებით და ადგილობრივ გაზეთში. აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის
, აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია.
7
. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი ვალდებულია წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე კასპის თვითმმართველი ერთეულის
ქონების საწყისი საფასურის 30%-ის ოდენობით.
8
. აუქციონის შედეგები უქმდება, თუ:
ა) აუქციონში გამარჯვებულმა ამ წესით
განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგინა საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.
9
. ამ მუხლის მე-8
პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება ადგილობრივ
ბიუჯეტში.
10
. ამ მუხლის მე-9
პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა აგრეთვე სრულად ირიცხება ადგილობრივ
ბიუჯეტში, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ამ წესით
განსაზღვრული აუქციონში მონაწილეობის წესი ან/და პირობები.
11
. თუ გამყიდველმა
გადაავადა აუქციონის ჩატარება ან მის ჩატარებამდე გააუქმა აუქციონის ფორმით კასპის თვითმმართველი ერთეულის
ქონების განკარგვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონის მონაწილეს გადახდილი ბე უკან უბრუნდება.
12
. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი კასპის თვითმმართველი ერთეულის
ქონების განკარგვა, ამ კასპის თვითმმართველი ერთეულის
ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით აუქციონის ფორმით კასპის თვითმმართველი ერთეულის
ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება განიხილება როგორც განმეორებითი აუქციონი. განმეორებით აუქციონზე კასპის თვითმმართველი ერთეულის
ქონების საწყისი საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ კასპის თვითმმართველი ერთეულის
საკუთრებაში არსებული ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.
13
. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი კასპის თვითმმართველი ერთეულის
ქონების განკარგვა, გამყიდველი
უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კასპის თვითმმართველი ერთეულის
ქონების იმავე პირობებით, ვადა გაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახე