1. ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამყიდველი.
2. აუქციონის ფორმით ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს მყიდველს, რომელიც ვაჭრობის პროცეში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდა პირობებით, საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და  ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
3. აუქციონის ფორმით ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებას ახორციელებს გამყიდველი. მათ შეუძლიათ შეასრულონ გამყიდველის ფუნქციები უშუალოდ, ან იმოქმედონ წარმომადგენლის ან შუამავლის მეშვეობით, რომელსაც გამყიდველის მიერ მინიჭებული აქვს სათანადო უფლებამოსილება.
4. აუქციონის ფორმით საპრივატიზებო ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასი განისაზღვრება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად.
5. ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
6. აუქციონი (აუქციონი პირობებით) ცხადდება გამყიდველის ინიციატივით, ქარელის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განთავსებით და ადგილობრივ გაზეთში. აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის, აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია.
7. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი ვალდებულია წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების საწყისი საფასურის 30%-ის ოდენობით.
8. აუქციონის შედეგები უქმდება, თუ:
ა) აუქციონში გამარჯვებულმა ამ წესით განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგინა საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა აგრეთვე სრულად ირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ამ წესით განსაზღვრული აუქციონში მონაწილეობის წესი ან/და პირობები.
11. თუ გამყიდველმა გადაავადა აუქციონის ჩატარება ან მის ჩატარებამდე გააუქმა აუქციონის ფორმით ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონის მონაწილეს გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უკან უბრუნდება.
12. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვა, ქარელის თვითმმართველი ერთეულის ამ ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით აუქციონის ფორმით ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება განიხილება როგორც განმეორებითი აუქციონი. განმეორებით აუქციონზე ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების საწყისი საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ამასთან, შესამცირებელი თანხის ოდენობა განისაზღვრება საკრებულოს გადაწყვეტილებით ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის ცალ-ცალკე. ხოლო თუ ქარელის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს