1. ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების  სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორები შეიძლება იყვნენ:
ა) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო;
ბ) საქართველოს სამინისტროები და უწყებები,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული სხვა ადმინისტრაციული ორგანოები, საწარმოები, ორგანიზაციები, საქართველოსა და უცხო ქვეყნის ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირები, საერთაშორისო ორგანიზაციები.
2. ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების  სარგებლობის უფლებით გაცემა შეიძლება:
ა) ვადით და სასყიდლით (სასყიდლიანი აღნაგობა, სასყიდლიანი უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმები);
ბ) უსასყიდლოდ (აღნაგობა, უზუფრუქტი, თხოვება).
3. ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და ამ  წესის შესაბამისად.
4. ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული შემდეგი ფორმებით:  აღნაგობა, უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა, თხოვება.
5. ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის ინიციატორი განაცხადს წარუდგენს ქარელის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს (მათ შორის, სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმას და ვადას) და სამართლებრივი აქტების პროექტებს გადაწყვეტილების მისაღებად