1. ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას გამყიდველისა და მყიდველის მიერ ხელმოწერილი აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას.
2. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელის მოწერის შემდგომ გამყიდველსა და მყიდველს შორის ფორმდება ხელშეკრულება:
ა) პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში თანხის საბოლოო გადახდის დღიდან არა უგვიანეს ათი კალენდარული დღის განმავლობაში და გაიცემა საკუთრების მოწმობა;
ბ) პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ხელმოწერის დღიდან არა უგვიანეს ათი კალენდარული დღის განმავლობაში ნაკისრი ვალდებულების შერულების პირობით და გაიცემა საკუთრების მოწმობა.
3. აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის საბოლოო თანხას. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში – აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში. მყიდველმა ოქმში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს.
4. გამარჯვებული პირის მიერ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმა ართმევს მას გამარჯვებულის სტატუს და გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ უბრუნდება.
5. აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება ანგარიშწორებისას, ხოლო უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის შემთხვევაში გარანტია მყიდველს დაუბრუნდება თანხის საბოლოო გადახდის შემდეგ.
6. მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შეტანილი უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) ცნობები გამყიდველისა და მყიდველის შესახებ;
ბ) შეძენილი ქონების დასახელება და მისამართი;
გ) ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების ნასყიდობის ფასი;
დ) პირობებიდან გამომდინარე, მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ (პირდაპირ ხელშეკრულებაზე ვილაპარაკოთ);
ე) სხვა მონაცემები გამოცხადებული აუქციონის და ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.
7. თუ აუქციონი გამოცხადებული იყო პირობების გარეშე,  ოქმი  და ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს ამ დებულების მე-10 მუხლით მოთხოვნებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
8. თუ გამოცხადებული იყო აუქციონი პირობებით, ოქმი და ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს გამყიდველის მიერ დადგენილ საპრივატიზებო პირობებს, თანხის გადახდის ვადებს და ამ დებულების მე-11 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას მათ შორის პირგასამტეხლოს