1. ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას გამყიდველისა და მყიდველის მიერ ხელმოწერილი აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას.
2. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელის მოწერის შემდგომ გამყიდველსა და მყიდველს შორის ფორმდება ხელშეკრულება:
ა) პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში თანხის საბოლოო გადახდის დღიდან არა უგვიანეს ათი კალენდარული დღის განმავლობაში და გაიცემა საკუთრების მოწმობა;
ბ) პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ხელმოწერის დღიდან არა უგვიანეს ათი კალენდარული დღის განმავლობაში ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით და გაიცემა საკუთრების მოწმობა.
3. აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის საბოლოო თანხას. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში – აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს. მყიდველმა ოქმში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს.
4. გამარჯვებული პირის მიერ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმა, ართმევს მას გამარჯვებულის სტატუსს და გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ უბრუნდება.
5. აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას, ხოლო უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის შემთხვევაში გარანტია მყიდველს დაუბრუნდება თანხის საბოლოო გადახდის შემდეგ.
6. მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შეტანილი უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) ცნობები გამყიდველისა და მყიდველის შესახებ;
ბ) შეძენილი ქონების დასახელება და მისამართი;
გ) ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების ნასყიდობის ფასი;
დ) პირობებიდან გამომდინარე, მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;
ე) სხვა მონაცემები გამოცხადებული აუქციონის და ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.
7. თუ აუქციონი გამოცხადებული იყო პირობების გარეშე, ოქმი და ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს ამ დებულების მე-10 მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
8. თუ გამოცხადებული იყო აუქციონი პირობებით, ოქმი და ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს გამყიდველის მიერ დადგენილ საპრივატიზებო პირობებს, თანხის გადახდის ვადებს და ამ დებულების მე-11 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, მათ შორის, პირგასამტეხლოს
"ლენტეხის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" · რედაქცია 25.02.2011
მუხლი 9. გარიგებათა გაფორმების წესი
თავი II — ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება
მთავარი მონაცემები
- ვადა ათი კალენდარული დღის განმავლობაში
- ვადა 30 კალენდარული დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების ზოგადი წესები
- მუხლი 4. ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება
- მუხლი 5. ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზება
- მუხლი 6. აუქციონის ორგანიზება
- მუხლი 7. აუქციონში მონაწილეობის პირობები
- მუხლი 8. აუქციონის ჩატარების წესი
- მუხლი 10. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში
- მუხლი 11. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში
- მუხლი 13. ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ზოგადი დებულებები
- მუხლი 14. ქონების გადაცემის ფორმები და ქირის ოდენობა
- მუხლი 15. ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით ვადიან სარგებლობაში გადაცემის ორგანიზება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება "ლენტეხის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ", მუხლი 9, №37, 31.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 040090000.35.115.016018 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1174542/muxli-9/