1. ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით:
ა) აღნაგობა;
ბ) უზუფრუქტი;
გ) ქირავნობა;
დ) იჯარა;
ე) თხოვება;
ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით.
2. ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობას განსაზღვრავს საკრებულო, ქირა ირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.
3. საკრებულოს თავმჯდომარე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს წინადადების საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებას უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით აუქციონის გარეშე გადასცემს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებს
"ლენტეხის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" · რედაქცია 25.02.2011
მუხლი 14. ქონების გადაცემის ფორმები და ქირის ოდენობა
თავი III — ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 100%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 14. ქონების გადაცემის ფორმები და ქირის ოდენობა
- მუხლი 13. ქონების გადაცემის ფორმები და ქირის ოდენობა
- მუხლი 15. ქონების გადაცემის ფორმები და ქირის ოდენობა
- მუხლი 14. ქონების გადაცემის ფორმები და ქირის ოდენობა
- მუხლი 13. ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის ფორმები და ქირის ოდენობა
- მუხლი 13. ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის ფორმები და ქირის ოდენობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 7. აუქციონში მონაწილეობის პირობები
- მუხლი 8. აუქციონის ჩატარების წესი
- მუხლი 9. გარიგებათა გაფორმების წესი
- მუხლი 10. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში
- მუხლი 11. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში
- მუხლი 13. ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ზოგადი დებულებები
- მუხლი 15. ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით ვადიან სარგებლობაში გადაცემის ორგანიზება
- მუხლი 16. ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობაში გადაცემის საერთო პირობები
- მუხლი 17. ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემა
- მუხლი 18. ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების ქირავნობა
- მუხლი 19. ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების იჯარა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება "ლენტეხის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ", მუხლი 14, №37, 31.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 040090000.35.115.016018 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1174542/muxli-14/