1. გორის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით” გათვალისწინებული ფორმებით:
ა) აღნაგობა;
ბ) უზუფრუქტი;
გ) ქირავნობა;
დ) იჯარა;
ე) თხოვება;
ვ) „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით” გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით. 2. ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და “საქართველოს სამოქალაქო კოდექსით” განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობას განსაზღვრავს საკრებულო, ქირა ირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.
3. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებას უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით აუქციონის გარეშე გადასცემს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 100%–იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებს
გორის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 11.03.2013
მუხლი 14. ქონების გადაცემის ფორმები და ქირის ოდენობა
თავი III — გორის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 100%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 13. ქონების გადაცემის ფორმები და ქირის ოდენობა
- მუხლი 14. ქონების გადაცემის ფორმები და ქირის ოდენობა
- მუხლი 15. ქონების გადაცემის ფორმები და ქირის ოდენობა
- მუხლი 14. ქონების გადაცემის ფორმები და ქირის ოდენობა
- მუხლი 13. ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის ფორმები და ქირის ოდენობა
- მუხლი 13. ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის ფორმები და ქირის ოდენობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 6. აუქციონის ორგანიზება
- მუხლი 7. აუქციონში მონაწილეობის პირობები
- მუხლი 8. აუქციონის ჩატარების წესი
- მუხლი 9. გარიგებათა გაფორმების წესი
- მუხლი 11. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში
- მუხლი 13. გორის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ზოგადი დებულებები
- მუხლი 15. გორის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით ვადიან სარგებლობაში გადაცემის ორგანიზება
- მუხლი 16. გორის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობაში გადაცემის საერთო პირობები
- მუხლი 17. გორის თვითმმართველი ერთეულის ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემა
- მუხლი 18. გორის თვითმმართველი ერთეულის ქონების ქირავნობა
- მუხლი 19. გორის თვითმმართველი ერთეულის ქონების იჯარა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „გორის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 14, №32, 06.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 040110033.35.148.000725 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.03.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1148621/muxli-14/