1. გორის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორები შეიძლება იყვნენ:
ა) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო;
ბ) საქართველოს სამინისტროები და უწყებები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული სხვა ადმინისტრაციული ორგანოები, საწარმოები, ორგანიზაციები, საქართველოსა და უცხო ქვეყნის ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირები, საერთაშორისო ორგანიზაციები.
2. გორის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გაცემა შეიძლება:
ა) ვადით და სასყიდლით (სასყიდლიანი აღნაგობა, სასყიდლიანი უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა, “საქართველოს სამოქალაქო კოდექსით” განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმები);
ბ) უსასყიდლოდ (აღნაგობა, უზუფრუქტი, თხოვება).
3. გორის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება „საქართველოს კონსტიტუციის,” „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის” და ამ წესის შესაბამისად.
4. გორის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით” განსაზღვრული შემდეგი ფორმებით: აღანგობა, უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა, თხოვება. „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით” გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით. გორის თვითმმართველი ერთეულის ქონების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გორის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.
5. გორის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის ინიციატორი განაცხადს წარუდგენს
გორის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას მისი სარგებლობაში გადაცემის შესახებ.
6. გორის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის ვადას განსაზღვრავს გორის თვითმრთველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად