1. შეიქმნას გორის რაიონული სასამართლო.
2. გორის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით, აგრეთვე „დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 8 მაისის №4735 დადგენილებით შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის (გარდა ახალგორისა და თიღვის მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორიით.
3. გორის რაიონულ სასამართლოში შეიქმნას სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები:
ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;
ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია;
გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
4. გორის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 11 მოსამართლით.
5. გორის რაიონული სასამართლოს სპეციალიზებულ სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს:
ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში – 4 მოსამართლით;
ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში – 5 მოსამართლით;
გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში – 1 მოსამართლით.
6. გორის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის რაოდენობა განისაზღვროს 1 მოსამართლით, რომელიც უფლებამოსილებას განახორციელებს კასპის მუნიციპალიტეტშ