1. შეიქმნას ამბროლაურის რაიონული სასამართლო.
2. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.
3. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 2 მოსამართლით.
4. ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 1 მოსამართლით, რომელიც უფლებამოსილებას განახორციელებს ონის მუნიციპალიტეტშ