1. შეიქმნას ბათუმის საქალაქო სასამართლო.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეიქმნას სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები:

ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია;

გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 16 მოსამართლით.

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სპეციალიზებულ სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს:

ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში – 7 მოსამართლით;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში – 5 მოსამართლით;

გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში – 3 მოსამართლით.

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 1 მოსამართლით, რომელიც უფლებამოსილებას განახორციელებს ქობულეთის მუნიციპალიტეტშ