1. ბათუმის საზღვაო აკადემია (შემდგომში – აკადემია) არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა და ახორციელებს იმ საქმიანობას, რომელიც დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესდებით.

2. აკადემიის სრული სახელწოდებაა: „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის საზღვაო აკადემია“, შემოკლებით „სსიპ – ბათუმის საზღვაო აკადემია“. აკადემიის სრული და შემოკლებული სახელწოდება გამოიყენება თანაბარი მნიშვნელობით.

3. აკადემია, სახელმწიფო კონტროლის პირობებში, დამოუკიდებლად ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო საქმიანობა