1. აკადემიის მიზნებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო კონვენციებით, ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად უმაღლესი განათლების მქონე კადრების მომზადება საზღვაო ტრანსპორტის ინდუსტრიისათვის;

ბ) პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;

გ) ქვეყნის განვითარებისა და საკუთრივ უმაღლესი განათლების სისტემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადება და გადამზადება, სამეცნიერო კვლევის პირობების შექმნა და განვითარება.

2. თავისი მიზნების შესასრულებლად აკადემია:

ა) ახორციელებს დიპლომირებული სპეციალისტის, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებს;

ბ) ახორციელებს საგამომცემლო საქმიანობას, აქვეყნებს ორიგინალურ თუ თარგმნილ სახელმძღვანელოებსა და სამეცნიერო ნაშრომებს;

გ) ახორიციელებს დამხმარე სამეწარმეო და ეკონომიკურ საქმიანობას;

დ) ახორციელებს პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამებს/კურსებს;

ე) აკადემიურ თანამდებობებზე მოიზიდავს წამყვან, დამწყებ თუ უკვე ცნობილ აქტიურ მეცნიერებს და მასწავლებლებს;

ვ) ქმნის სტუდენტებისათვის სწავლის, კვლევისა და განვითარებისათვის მაქსიმალურად მიმზიდველ გარემოს;

ზ) თავისი ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს ახმარს სასწავლო-კვლევითი პროგრამების განვითარებას;

თ) ქმნის სამეცნიერო კავშირებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

თავი III სწავლების ენა და სასწავლო პროცე