1. აკადემიის სტრუქტურაში შემავალი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებია:
ა) საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტი;
ბ) ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი;
გ) აკადემიის ბიბლიოთეკა.
2. აკადემიის ფაკულტეტის შემადგენლობაში შედიან სასწავლო-კვლევითი და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები. ფაკულტეტების სტრუქტურა განისაზღვრება ფაკულტეტების დებულებით, რომელსაც შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
3. ფაკულტეტები ახორციელებენ დიპლომირებული სპეციალისტის, საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და სხვა საგანმანათლებლო პროგრამებს.
4. ფაკულტეტებზე სტუდენტების მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლის წესი რეგულირდება დებულებებით, რომლებსაც ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს აკადემიური საბჭო.
5. აკადემიის ბიბლიოთეკის ფუნქციებია:
ა) აკადემიის სტუდენტებისა და პერსონალის საინფორმაციო მოთხოვნების შესწავლა-ანალიზი, ამ მოთხოვნების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი მოქმედებების დაგეგმვა და განხორციელება;
ბ) აკადემიის ზოგადი და სპეციალიზებული საინფორმაციო რესურსებისა და სერვისის – მომსახურების განვითარება-განახლების პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
გ) აკადემიაში საინფორმაციო წიგნიერების განვითარება, რისთვისაც იგი შეიმუშავებს და ახორციელებს სხვადასხვა სასწავლო და კვლევით პროგრამებ