1. აკადემია შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან (ფაკულტეტებისაგან და აკადემიის ბიბლიოთეკისაგან), და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან (რექტორის აპარატი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატი, კანცელარია და მართვის ორგანოების სამდივნოები).
2. აკადემიის საგანმანათლებლო და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ წესდებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებით, რომელსაც ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
3. სასწავლო-აკადემიური პროცესისა და ამ წესდებით განსაზღვრული სხვა სახის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით შეიძლება ჩამოყალიბდეს როგორც აკადემიის, ისე საფაკულტეტო სტრუქტურული ერთეულებიც, რომელთა საქმიანობაც განისაზღვრება შესაბამისი დებულებები