1. აკადემიის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი არის აკადემიის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეული.

2. ცენტრის ფუნქციაა საზღვაო ტრანსპორტის სპეციალისტების გადამზადება აკადემიური ხარისხის ან უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭების გარეშე, „ მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. ცენტრის მიზანია:

ა) საზღვაო აკადემიის სტუდენტების, საზღვაო ტრანსპორტის სისტემის სპეციალისტების სწავლება საწვრთნელი, პირველადი, სპეციალური, პროფესიული, დამატებითი მომზადება;

ბ) მართვისა და ექსპლუატაციის დონის სპეციალისტთა მომზადება, გადამზადება და სერტიფიცირება;

გ) უცხოეთის ქვეყნების ანალოგიურ სასწავლო ცენტრებთან, საზღვაო სასწავლებლებთან და კრუინგულ კომპანიებთან კავშირების დამყარება, გამოცდილების გაზიარებისა და მეზღვაურთა კვალიფიკაციის ამაღლების სრულყოფის მიზნი