1. აკადემიური საბჭოს სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს აკადემიის რექტორი. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარეობს საბჭოს ერთ-ერთი წევრი რექტორის დავალებით ან საბჭოს 2/3-ის თანხმობით.
2. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი მაინც.
3. აკადემიური საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც, გარდა საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
5. აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და მდივან