1. რექტორი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უფლებამოსილია თავისი ხელმოწერის უფლება მიანდოს აკადემიაში დასაქმებულ სხვა პირს.
2. ხელმოწერის უფლების მინიჭება აკადემიაში დასაქმებული პირისათვის უნდა გაფორმდეს რექტორის ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ გაცემული მინდობილობით. მინდობილობაში ზუსტად უნდა აღინიშნოს, თუ რა ტიპის დოკუმენტებზე ენიჭება პირს ხელმოწერის უფლება, აგრეთვე მინდობილობის მოქმედების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მინდობილობის გამცემის უფლებამოსილების ვადას.
3. ისეთი ტიპის დოკუმენტებზე ხელმოწერის უფლების მინიჭება, რომლისთვისაც საჭიროა რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთობლივი ხელმოწერა, უნდა გაფორმდეს მათი ერთობლივი მინდობილობით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებ