1. აკადემიის ფაკულტეტზე სასწავლო და კვლევითი მუშაობის, აგრეთვე აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად.
2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ამყარებს მჭიდრო კავშირს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი რეალიზაციის წესების ჩამოსაყალიბებლად.
3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური:
ა) აკადემიის შესაბამის სამსახურთან თანამშრომლობით ადგენს ფაკულტეტზე სასწავლო მუშაობის შეფასების გამჭვირვალე კრიტერიუმებს:
ბ) ამ კრიტერიუმების საფუძველზე ახდენს სასწავლო პროცესების მონიტორინგს და შეფასებას;
გ) შეიმუშავებს წინადადებებს სასწავლო და კვლევითი პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით;
დ) უზრუნველყოფს ფაკულტეტის თვითშეფასებას აკრედიტაციის პროცესისთვის;
ე) რეგულარულად აცნობს თავისი მუშაობის შედეგებს ფაკულტეტის საბჭოს.