1. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრთან ერთად შედიან სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები.

2. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები.

3. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები აირჩევიან 4 წლის ვადით. ფაკულტეტის საბჭო იკრიბება სტუდენტური თვითმმართველობის მიერ, ფაკულტეტის საბჭოში წარმომა დგენლების არჩევიდან არა უგვიანეს 5 დღისა.

4. ფაკულტეტი ცნობს თავის უფლებამოსილებას საბჭოს პირველი შეკრებისთანავე.

5. ფაკულტეტის საბჭო:

ა) განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტს;

ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს;

გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიის აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ე) ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს;

ვ) ამტკიცებს ფაკულტეტის ორგანიზაციული და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

ზ) ირჩევს ფაკულტეტის ორგანიზაციული და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას;

ი) შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს.

6. ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარი მაინც.

7. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმ