1. ფაკულტეტის საბჭო შედგება ფაკულტეტზე არსებული დეპარტამენტების აკადემიური პირების მიერ არჩეული 4-4 წევრისაგან და სტუდენტური თვითმმართველობიდან არჩეული წარმომადგენლებისაგან, რომელთა რაოდენობა არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები.
2. ფაკულტეტის საბჭოს არჩევის წესი განისაზღვრება წინამდებარე წესდების VI თავით.
3. ფაკულტეტის საბჭო:
ა) განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტს;
ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს;
გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ე) შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;
ვ) ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს.
ზ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
4. ფაკულტეტის საბჭო თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – გადაწყვეტილებას.
5. ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია მიიღოს აგრეთვე განცხადება და წარდგინება, რომელსაც ხელს აწერს დეკანი.
6. ფაკულტეტის საბჭო თავისი შემადგენლობიდან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საბჭოს მდივან