1. რექტორი არის უნივერსიტეტის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე. იგი წარმოადგენს უნივერსიტეტს ქვეყნის შიგნით და გარეთ აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში.

2. რექტორს ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 4 წლის უფლებამოსილების ვადით. რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს იმავე ან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სრული პროფესორი.

3. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

4. რექტორი:

ა) უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. თუ გარიგების და შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს აგრეთვე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;

ბ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

გ) წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს აკადემიური პერსონალის, მასწავლებლების და სხვა მოწვეული სპეციალისტების დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ, დებს და წყვეტს მათთან შრომით ხელშეკრულებებს;

დ) წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს ბრძანებებს აკადემიური საბჭოს სამდივნოს, რექტორის აპარატის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის პერსონალის დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ, დებს და წყვეტს მათთან შრომით ხელშეკრულებებს საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად;

ე) ფაკულტეტის შექმნის ან რეორგანიზაციის შემთხვევაში (დეკანის არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე) დეკანის დროებითი მოვალეობის შესრულებას აკისრებს დეკანის მოადგილეს ან ფაკულტეტის სხვა აკადემიურ პირს (სრულ ან ასოცირებულ პროფესორს);

ვ) დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში (დეკანის არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე) დეკანის დროებითი მოვალეობის შესრულებას აკისრებს დეკანის მოადგილეს ან ფაკულტეტის სხვა აკადემიურ პირს (სრულ ან ასოცირებულ პროფესორს);

ზ) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან უნივერსიტეტის ინტერესების დაცვის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უნივერსიტეტის მოსამსახურეებს ანიჭებს წარმომადგენლობის უფლებამოსილებას სასამართლო და ადმინისტრაციულ ორგანოებში;

თ) პერიოდულად ისმენს ადმინისტრაციული და სხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირთა ინფორმაციებს;

ი) პერიოდულად ატარებს სხდომებს, რომლებზეც ისმენს რექტორის მოადგილეების, დეკანების და დღის წესრიგიდან გამომდინარე სხდომებზე მოწვეული სხვა ხელმძღვანელი პირების ინფორმაციებს უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო პროცესის, საშინაო და საგარეო საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.

5. რექტორის საქმიანობის ხელშეწყობისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით იქმნება რექტორის აპარატი, რომლის ფუნქციებიც განისაზღვრება რექტორის აპარატის დებულები