1. წარმომადგენლობითი საბჭო არის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც 4 წლის ვადით აირჩევა უნივერსიტეტის ძირითადი ერთეულებიდან – ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებზე მათი რაოდენობის პროპორციულად. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მინიმალური რაოდენობა არ შეიძლება იყოს აკადემიური საბჭოს წევრთა ორმაგ რაოდენობაზე ნაკლები.

2. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში შედის აკადემიური საბჭოს მიერ სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.

3. წარმომადგენლობითი საბჭო:

ა) შეიმუშავებს უნივერსიტეტის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;

ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის შინაგანაწესს, უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს;

გ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

დ) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს;

ე) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით;

ვ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;

ზ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე;

თ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს;

ი) აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით;

კ) აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილია წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს;

ლ) ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;

მ) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;

ნ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;

ო) თავისი შემადგენლობიდან ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანს, რომლის ფუნქციებიც განისაზღვრება წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტით;

პ) ახორციელებს წესდებით, შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ჟ) ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

4. წარმომადგენლობითი საბჭო თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – გადაწყვეტილებას, აგრეთვე განცხადებას და მიმართვას, რომელსაც ხელს აწერს სპიკერი.

5. წარმომადგენლობითი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობი