1. უნივერსიტეტის ძირითად მიზნებსა და ამოცანებს წარმოადგენს:

ა) მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირებისა და დიპლომირებული სპეციალისტების მომზადება;

ბ) სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება;

გ) მთელი სიცოცხლის განმავლობაში განათლების პრინციპის დანერგვა და განხორციელება;

დ) სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობა და საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება;

ე) სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში სრული ინტეგრაცია;

ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გააქტიურება და განვითარება;

ზ) ახორციელებს პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამებს/კურსებს.

2. უნივერსიტეტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ბოლონიის პროცესის ძირითადი დოკუმენტებით, საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, წინამდებარე წესდებითა და სხვა მოქმედი კანონმდებლობის ნორმები