1. უნივერსიტეტი არის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე წესდებით განსაზღვრულ უმაღლეს საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით და სხვა სახის საქმიანობას.
2. უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“.
3. უნივერსიტეტის აღსანიშნავად სრული დასახელების გარდა გამოიყენება ასევე შემოკლებული სახელწოდება: „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ და „რსუ“.
4. სამართლებრივ და სხვა სახის ურთიერთობებში შემოკლებული და სრული სახელწოდების გამოყენებისას მათ თანაბარი მნიშვნელობა გააჩნიათ.
5. უნივერსიტეტს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდებით, სხვადასხვა სახის ბლანკები და შტამპები, საკუთარი სიმბოლოები, ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
6. უნივერსიტეტის მისამართია: ქ. ბათუმი 6010, ნინოშვილის ქ. №35.
7. უნივერსიტეტი ფლობს და სარგებლობს საკუთარი ვებ-გვერდით ინტერნეტში: www.bsu.edu.ge.
8. უნივერსიტეტში დაუშვებელია ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკური ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულის შექმნა და ფუნქციონირება, ასევე პარტიული აგიტაციისა და პროპაგანდის წარმოება.
უნივერსიტეტის მიზნები, ამოცანები და საქმიანობის ძირითადი საფუძველი და მიმართულებე