1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების მომზადების, წარმართვისა და გადაწყვეტილებების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესდებით და წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტით.
2. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები იმართება წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრულ ვადებში. რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა 1/3-ის, აკადემიური საბჭოს წევრთა 1/3-ის, ფაკულტეტის საბჭოს 1/3-ის, რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინიციატივით.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების მომზადებასა და სხვა ორგანიზაციულ საქმიანობას უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნო, რომლის ფუნქციები განისაზღვრება წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტით.
4. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
5. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომებს უძღვება სპიკერი ან მისივე დავალებით საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
6. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს სხდომის მონაწილე წევრთა შემადგენლობის უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის 1/3-ისა. ხმების გაყოფისას თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტია.
7. წარმომადგენლობითი საბჭოს თითოეული სხდომის შესახებ იწარმოება ოქმი წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესის მიხედვი