1. უნივერსიტეტში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე აკადემიური და მასწავლებელთა პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების, მათი საქმიანობის ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, იგი მოქმედებს ამ წესდებისა და სამსახურის დებულების შესაბამისად, რომელსაც სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს აკადემიური საბჭო.

2. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური:

ა) შეიმუშავებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების და სასწავლო-სამეცნიერო პერსონალის შეფასების პროცედურებს;

ბ) პერიოდულად ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;

გ) უნივერსიტეტის შესაბამის სამსახურებთან ერთად ახორციელებს სტუდენტთა მობილობისა და კრედიტ-სატრანსფერო სისტემის სწორი გამოყენების ღონისძიებებს;

დ) უზრუნველყოფს აკადემიური და მასწავლებელთა პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების კონკრეტული პროექტების განხორციელებას;

ე) ამზადებს უნივერსიტეტს ინსტიტუციური და პროგრამული აკრედიტაციისათვის;

ვ) ასრულებს კანონმდებლობითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით.

4. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, განხორციელებული საქმიანობისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ წარდგენილი ანგარიშის შესაბამისად, შეიმუშავებს ცალკეულ რეკომენდაციებს, რომლებიც წარედგინება ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

5. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზაციულ, დოკუმენტურ და საინფორმაციო მომსახურებას უზრუნველყოფს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სამდივნო, რომლის ფუნქციები განისაზღვრება სამსახურის დებულებით.

თავი V

ფაკულტეტი და ფაკულტეტის მართვის ორგანოე