1. ფაკულტეტის დეკანი არის ფაკულტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული თანამდებობის პირი, რომელიც ხელმძღვანელობს ფაკულტეტს, უძღვება ფაკულტეტის საბჭოს საქმიანობას და წარმოადგენს ფაკულტეტს მესამე პირებთან ურთიერთობაში.
2. ფაკულტეტის საბჭო ფაკულტეტის დეკანს ირჩევს ოთხი წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
3. დეკანად შეიძლება აირჩეს ასოცირებული ან სრული პროფესორი.
4. ფაკულტეტის დეკანი:
ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;
ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების გეგმას, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს;
ვ) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს;
ზ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონისა და წესდების შესაბამისად პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივ გამოყენებაზე;
თ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
5. ფაკულტეტის საბჭოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს შეუძლია მოითხოვოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა. გადაწყვეტილება უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფაკულტეტის საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობი