1. უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებს ნიშნავს რექტორი, რის თაობაზეც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევნებს ნიშნავს აკადემიური საბჭო თავისი გადაწყვეტილებით.

2. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება და რექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მართვის ორგანოების არჩევნების ჩატარების შესახებ უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და საჯარო გაცნობის მიზნით უნდა გამოიკრას დაწესებულების თვალსაჩინო ადგილებში, მათ შორის, ფაკულტეტებზ