1. ფაკულტეტის საბჭო აირჩევა ფაკულტეტის ყველა აკადემიური პერსონალისაგან და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლებისაგან ცალკ-ცალკე.

2. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები.

3. იმ შემთხვევაში, თუ ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წევრთა რაოდენობა აღემატება ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრულ რაოდენობას, მაშინ შესაბამისი ფაკულტეტის საარჩევნო კომისია ამ თავით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტური თვითმმართველობის წევრთა არჩევნების ჩატარებას.

4. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები აირჩევიან 4 წლის ვადით. ფაკულტეტის საბჭო იკრიბება სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ფაკულტეტის საბჭოში წარმომადგენლების არჩევიდან არა უგვიანეს 5 დღისა.

5. ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარი მაინც. ფაკულტეტის საბჭო პირველი შეკრებისთანავე ცნობს თავის უფლებამოსილებას. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობი