1. ფაკულტეტის დეკანს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეკანის წარდგინებით უნივერსიტეტის რექტორი.

2. დეკანის მოადგილედ (მოადგილეებად) შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც ფაკულტეტზე უჭირავს აკადემიური თანამდებობა ან დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.

3. დეკანის მოადგილეების რაოდენობა, მათი ფუნქციები და კომპეტენცია განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით.

4. დეკანის მოადგილე ასრულებს დეკანის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში, ხელმძღვანელობს ფაკულტეტის საქმიანობის გარკვეულ მიმართულებებს და ასრულებს დეკანის ცალკეულ დავალებებ