1. ფაკულტეტის საარჩევნო კომისია უნივერსიტეტში იქმნება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით. ფაკულტეტის საარჩევნო კომისია შედგება არანაკლებ 5 წევრისგან. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში შეიყვანება სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი.

2. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრებს ნიშნავს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია.

3. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აირჩევა მისი შემადგენლობიდან, ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით და ამტკიცებს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.

4. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის საქმისწარმოებას და ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებ