1. წარმომადგენლობით საბჭოში სტუდენტებს ირჩევს ფაკულტეტის სტუდენტების ამომრჩეველთა სიებში რეგისტრირებული ფაკულტეტის ყველა სტუდენტი, მათ შორის, დოქტორანტი.
2. აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს ირჩევს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ამომრჩეველთა სიებში რეგისტრირებული ფაკულტეტის ყველა პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტპროფესორი, გარდა დოქტორანტისა.
3. წარმომადგენლობით საბჭოში ასარჩევ კანდიდატთა რეგისტრაციას ახორციელებს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია. ხოლო ამომრჩეველთა რეგისტრაცია ხორციელდება ფაკულტეტის საარჩევნო კომისიების მიერ უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის დავალების შესაბამისად.
4. კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 10 დღის განმავლობაში. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მიეთითება ის, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. კანდიდატი უფლებამოსილია ხარვეზი გამოასწოროს 5 დღის ვადაში.
5. კანდიდატი უფლებამოსილია რეგისტრაციაზე უარი გაასაჩივროს 1 დღის განმავლობაში. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია იღებს 3 დღის განმავლობაშ