1. რექტორის არჩევნებს აცხადებს აკადემიური საბჭო და აქვეყნებს განცხადებას რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის შესახებ.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული განცხადება ქვეყნდება კანდიდატების რეგისტრაციამდე არა უგვიანეს 1 და არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 3 თვით ადრე.

3. განცხადება უნდა განთავსდეს შესაბამისი დაწესებულების ვებგვერდზე, გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ბეჭდვით ორგანოში და რექტორობის კანდიდატების რეგისტრაციის შეწყვეტამდე განთავსდეს უნივერსიტეტში ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.

4. განცხადებაში აღინიშნება კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, კანდიდატთა განცხადებების მიღების ბოლო ვადა და რექტორის არჩევნების ჩატარების თარიღ