1. დაწესებულების აკადემიური საბჭო უფლებამოსილების ცნობიდან 10 დღის ვადაში აქვეყნებს განცხადებას რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის შესახებ.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული განცხადება ქვეყნდება კანდიდატების რეგისტრაციამდე არა უგვიანეს 1 და არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 3 თვით ადრე.
3. განცხადება უნდა განთავსდეს შესაბამისი დაწესებულების ვებ-გვერდზე, გამოქვეყნდეს დაწესებულების ბეჭდვით ორგანოში და რექტორობის კანდიდატების რეგისტრაციის შეწყვეტამდე განთავსდეს დაწესებულებაში ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.
4. განცხადებაში აღინიშნება კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, კანდიდატთა განცხადებების მიღების ბოლო ვადა და რექტორის არჩევნების ჩატარების თარიღი