1. წარმომადგენლობითი საბჭო აირჩევა დაწესებულების ძირითადი ერთეულებიდან – ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე.
2. წარმომადგენლობითი საბჭოს პირველი შემადგენლობის წევრთა საერთო რაოდენობას განსაზღვრავს დაწესებულების რექტორის მ.შ. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, არანაკლებ აკადემიური საბჭოს შემადგენლობის ორმაგი ოდენობისა. წარმომადგენლობით საბჭოში სტუდენტები წარმოადგენენ საბჭოს საერთო რაოდენობის ერთ მესამედს.
3. წარმომადგენლობით საბჭოში ფაკულტეტების წარმომადგენლების რაოდენობა პროპორციულია დაწესებულებაში შესაბამის ფაკულტეტებზე აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების რაოდენობისა და განისაზღვრება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამავე აქტით განისაზღვრება თითოეული ფაკულტეტის მიერ წარმომადგენლობით საბჭოში ასარჩევი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა რაოდენობები. წარმომადგენლობით საბჭოში ფაკულტეტის წარმომადგენელთა მინიმალური ოდენობა არ შეიძლება იყოს 5-ზე ნაკლები.
4. წარმომადგენლობით საბჭოში შედის აგრეთვე დაწესებულების ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.
5. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი